" ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ფლანგი - მამუკა მდინარაძე – ხაზარაძეზე და გახარიაზე
,,საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიები დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ფლანგი და მათი მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა იქნება.
„შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ, უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ ძალიან კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალურ მოძრაობის“ ძველი ფლანგი. ერთ – ერთი პირველი და მთავარი დავალება კი, სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე