,,როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ"- პაველ ჰერჩინსკი
გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ ერთად საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დავიწყოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა.
ელჩმა არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა ქართულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან იმუშაოს.
“წადით არჩევნებზე, ხმა მიეცით, ვისაც გსურთ და აირჩიეთ მომავალი, რაც თქვენ გსურთ. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, პატივს ვცემთ რა არჩევანსაც გააკეთებთ დემოკრატიული გზით. მოვუწოდებ ყველა ქართველ მოქალაქეს, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება, გამოიყენოს თავისი უფლება და წავიდეს ხმის მისაცემად. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხრიდან, ნათლად და მკაფიოდ გამოვხატეთ, ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით. ნუ დავკარგავთ კიდევ ერთ წუთს. მოდით, დავუბრუნოთ საქართველო ევროკავშირის გზას.” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
სიახლეები
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
- ,,ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის; ამავე დროს, ვიცით, რომ წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც” – მეუფე შიო
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი