გახარია მზად არის, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს, სამი პირობის შესრულების შემთხვევაში
გიორგი გახარია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მზად არის პარტია „ლელოსთან“ ამ არჩევნებისთვის საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია სამ პირობას დათანხმდება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„იმ დიდი მიზანის, რაც ჩვენ გვაქვს, მისაღწევად ნეიტრალური პლატფორმა არის მნიშვნელოვანი. ისევე, როგორც სხვა ყველაფერი არის დალაგებადი. თუ ლელო დღეს ამბობს, რომ ამ სამი პრინციპზე: ნეიტრალურ პლატფორმაზე, პარიტეტულ პრინციპსა და პრინციპი - რომ არ იქნება კოალიცია ამ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს და ნებისმიერი სერიოზულობის თანამშრომლობისთვის ვართ მზად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
სიახლეები
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
- ,,ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის; ამავე დროს, ვიცით, რომ წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც” – მეუფე შიო
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი