,,კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს"- ირაკლი კობახიძე
„კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია.
მას კანონის დარღვევაც აქვს ამით პირდაპირი ფორმით აღიარებული, მაგალითად არსად ჩანს, არსად არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს. ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის ძარცვით, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს უკვე ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, 26 ოქტომბერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ადამიანი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულად ამ პიროვნებას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი