,,მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ"- ირაკლი ზარქუა
,,მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ, ხალხს ძალით ავარჩევინეთ”, – ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას.
ზარქუას შეფასებით, საქართველოს უავტორიტეტო პრეზიდენტები ჰყავდა.
„მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ. თვითონ ხაზარაძის პარტიას 4%, თუ 3% აქვს და იმას არ აქვს შანსი. პირიქით, „მკვდარი მკვდარს აეკიდაო”. რა შანსი უნდა ჰქონდეს?! უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, „ნახმარ სახეებს”, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ. რჩევა მაქვს – ფხიზელი დადგეს“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი