აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომის 16-წლისთავთან დაკავშირებით წერილი მისწერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომის 16-წლისთავთან დაკავშირებით წერილი მისწერა. მასში წერია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია და საქართველოს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ანტიდემოკრატიულად აფასებს. სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მინდა, ასევე, აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით.
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის საერთო ღირებულებები აერთიანებთ და 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები „ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს“.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი