" სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს - ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ „კლანს“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი
სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ "კლანს", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, თუ რას უწოდებენ კლანს. ჩემთვის გაუგებარია. უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოს კლანი არსებობს სასამართლოში, ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. ვერ დავეთანხმები იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ერთი გუნდი აკონტროლებს სასამართლოს“,- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის. პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა. მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი