" საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ " - დავით მათიკაშვილი
საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ აშშ-ის ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მიესალმება არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია და ჯანსაღ ურთიერთობებს.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ. ეს არის მოცემულობა, რასაც ვერავინ ვერაფერს უზამს. როცა სანქციებზე საუბრობენ, ასეთი სანქცია არავის მოსვლია და არც განცხადება ყოფილა. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას. სტრატეგიული პარტნიორობა ხელების გადაგრეხით და იძულებით პოლიტიკას არ გულისხმობს. ჩვენ თანასწორობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას მივესალმებით. ის, რაც ევროპისთვის არის კარგი, არ შეიძლება, საქართველოსთვის ცუდი იყოს. მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია და ჯანსაღ ურთიერთობებს. თუ გამჭვირვალობა ამერიკასა და ევროპაში კარგია, არ შეიძლება, ეს საქართველოში ცუდი იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი