" ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ - ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის " - გიორგი გახარია
ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ეს არის ამ მარცხის გააზრების მძიმე პროცესი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს „ქართული ოცნება“ მარცხს, მისთვის მით უფრო მსუბუქი იქნება, ხოლო ქვეყნისთვის ბევრად უფრო კარგი.
„ვფიქრობ, სტრატეგიულად „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მაშინ, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, არასწორი გათვლა გააკეთეს, ამის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს ამას „ქართული ოცნება“, მათთვის მით უფრო მსუბუქი იქნება ეს ყველაფერი და ქვეყნისთვის ბევრად უფრო კარგი. ასეთი გააზრებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ თავისუფალი სამართლიანი არჩევნები (რომლის შემდგომაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩათვლის, რომ ის შედეგებია, რომელიც რეალობას ასახავს) არის ყველა ჩვენგანისთვის გამოსავალი“, - განაცხადა გახარიამ.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ მთავარი შეცდომა, მაშინ დაუშვა, როდესაც ჩათვალა, რომ შეუძლია ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
„სამწუხაროდ, დღეს „ოცნება“ გონივრულ ან ადეკვატურ ანალიზს აღარ ექვემდებარება. თუმცა, „ოცნება“ საკმაოდ დინამიკური ორგანიზმია, სახეს იცვლის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გონიერება გაიმარჯვებს და იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რასაც ჰქვია ოთხ თვეში არჩევნები, „ოცნება“ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაირჩინოს თავი და შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკაში მომავლის პერსპექტივა“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სისტემურ შეცდომებზე ფასის გადახდა მოუწევს.
სიახლეები
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
- იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მატარებლების რეისებს ამატებს