" ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს " - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, თუ რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება“, - განაცხადა ლიტვინენკომ.
მისი თქმით, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფრონტების დაშლა, დეზერტირები ჯარიდან და პროტესტი მოსკოვში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.
ასევე, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც თითქმის უეჭველად, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს.
ლიტვინენკო ასევე განმარტავს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან პუტინი შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად გამარჯვებაა.
სიახლეები
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
- იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მატარებლების რეისებს ამატებს