" არ ვემხრობი ერთიან სიას, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის " - ეკა ბესელია
არ ვემხრობი ერთიან სიას, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუკი ოპოზიციურ პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და ეს ქვეყნის ევროპულ გზაზე გაყვანაა, მაშინ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიით“ და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, გამარჯვებისკენ სვლა სხვადასხვა ფლანგიდანაც შეიძლება.
„26 ოქტომბერს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი „ჩემპიონატი“ და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნები. ამ არჩევნებს ყველანი განსაკუთრებული სერიოზულობით და მაქსიმალური მობილიზებით ვეკიდებით. შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს ქვეყანას იმდენად დიდი ფასი ექნება ამ არჩევნების შედეგებს. მე არ ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ერთიან სიას ემხრობა. მე არ ვემხრობი ერთიან სიას და არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის.
არის საფრთხე და ამ საფრთხეს ვხედავ, ორი არჩევანი ისევ გვაახლოებს იმ ორ პოლუსთან, რომელსაც მუდმივად ინარჩუნებს მმართველი პარტია. მას სურს, რომ ჰქონდეს ასეთი მოცემულობა. ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა, რომელიც ეძებს სხვა ალტერნატივას, შესაძლოა ამ ორმა პოლუსმა ისევ გადახაროს „ქართული ოცნებისკენ". ეს საფრთხე არსებობს.
გამსვლელის სიის 50%-ის დათმობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მინიმალური წარმომადგენლობა ერთიან სიაში - ვიცი ეს არგუმენტები, ვიცი ეს კომპრომისები, ვაფასებ ამ მიდგომას. მე ყველა ეს არგუმენტი მოვისმინე, არის ეს მართლაც კომპრომისული ვერსია, თუმცა მაინც მგონია, რომ იმ საფრთხეს და რისკებს ვერ ანეიტრალებს, რაზეც ვფიქრობ. თუ საბოლოო ჯაში ყველა ერთ მიზნისკენ იქნება მიმართული, ეს მიზანი არის საქართველოს გადარჩენა ამ არჩევნებით და მისი ევროპულ გზაზე გაყვანა, გვაქვს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ და შეგვიძლია ერთიანი გეგმით, სხვადასხვა ფლანგიდან ამ გამარჯვებისკენ ვიაროთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა