"ევროკავშირი სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე " - სერგო ჩიხლაძე
ევროკავშირი ძალიან სერიოზული ზომებისთვის ემზადება, რომელიც ამ ეტაპზე მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეპუტატებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს და ანტიევროპული კანონები ძალაში შევა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაპაუზდება და ინვესტიციებიც არ შემოვა.
„იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ძალადობა გაგრძელდება, თუ ის ძალადობრივი გზით შეცდება ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას, თუ „რუსული კანონი“, „ოფშორების კანონი“, ანტიევროპული კანონები დეკემბერში კვლავ მოქმედებაში იქნება, ამის შემდეგ არა მარტო პასპორტებზე, არა მხოლოდ დიპლომატიურ ვიზიტებზე იქნება საუბარი, არამედ ყველანაირი ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაპაუზდება, არცერთი ინვესტიცია აღარ შემოვა ევროკავშირიდან, ამერიკიდან, რაც უკვე ქვეყანას და ჩვენ, ყველას დაგვაზარალებს. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს 3 რამ მოგვეთხოვება: პირველ რიგში, 26 ოქტომბერს ყველა მივიდეთ არჩევნებზე, ხმა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს და იმავე საღამოს დავიცვათ ჩვენი ხმები, რომ ივანიშვილს ხმების გაყალბების სურვილიც კი არ გაუჩნდეს. ეს სამი რამ უნდა გავაკეთოთ და ამ შემთხვევაში, დეკემბრიდან აღდგება, გაფართოვდება და გაძლიერდება ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა