" კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება, რომ ჩავიდეს არავინ ხვდება და ახლა უნდა, ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით " - სერგო ჩიხლაძე პრემიერის ბერლინში ვიზიტზე
ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი - ირაკლი კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება - რომ ჩავიდეს [დასავლეთში] არავინ ხვდება. ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.
ჩიხლაძის თქმით, ეს არის მცდელობა, რომ კობახიძემ შემდგომში „პროპაგანდით გაყიდოს ის, თითქოს ისევ ჩადის დასავლეთში“.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი და ამჯერად, [ირაკლი] კობახიძის. მან იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება; რომ ჩავიდეს არავინ ხვდება და ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით. დიდ ფორუმში მას კარებს ასე არავინ მოუკეტავს. ინდივიდუალურად კი, არავინ ხვდება. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შემდგომ პროპაგანდით გაყიდოს, თითქოს „ქართული ოცნება“ ისევ ჩადის დასავლეთში და სურათებში დასავლელ ლიდერებთან ერთად ხვდება. მოლოდინი იმის, რომ უკრაინას მხარს დაუჭერს და რომ რუსულ აგრესიას დაგმობს, ნამდვილად არ მაქვს. მითუმეტეს, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ოკუპაციის ზოლთან არ ყოფილა და არ დაუგმია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
გარდა ამ თემისა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებს და აღნიშნა, რომ შედეგებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი