" ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია - ეს უნდა გამოასწროთ, თორემ მალე საფრანგეთშიც პრობლემა იქნება და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ - დაფიქრდით, აბა ჰე! " - ირაკლი ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს
ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაშია, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ - ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.
"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით. აბა ჰე," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი