" ე.წ. ქარტიაში წარმოდგენილი გეგმა არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა - რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა " - პრემიერი
რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა - სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს სიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შედგა! - ასე ეხმაურება პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერას.
კობახიძის შეფასებითვე, “ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი გეგმა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.
კობახიძის თქმით, ქარტიის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, რადგან “ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთ ქვაბში კიდევ ერთხელ მოთავსდა“.
“ზოგადად, როდესაც რაიმე ჩავარდება, მისი ხელახლა დაწყება მომგებიანი არ არის. ეს პროექტი ადრეც არსებობდა - მას ნათელაშვილის ფანჩატურს უწოდებდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის - ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები და პირველ რიგში, არაევროპული სახეები. რა თქმა უნდა, ამ პროექტს წარმატების პერსპექტივა არა აქვს, ეს უკვე ჩავარდნილი პროექტია.
ე.წ. ქარტიაში წარმოდგენილი გეგმა არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა - თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია - როდესაც უცხოეთის აგენტები შეთანხმებას აფორმებენ, მათი ერთადერთი ამოცანა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლა შეიძლება იყოს. ზუსტად ამას ასახავს ქარტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს