„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს – ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.
გაგაცნობთ ძირითად ასპექტებს, რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც არის ერთი ძირითადი კანონი, 18 გამომდინარე კანონი. მიჰყვება იმ სტრუქტურას და ლოგიკას, რაც კონსტიტუციურ კანონპროექტშია.
პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა, ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს. აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, როცა საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.
მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ, აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
მეოთხე – სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს