"კანონი უკვე ძალაშია და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები - ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება " - ირაკლი კობახიძე
კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები - ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განიხილებოდეს ხელისუფლების გამარჯვებად და კანონის ოპონენტების ან საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლების გამარჯვებად და არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ამ ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია. იყო ჭარბი ემოციები, რასაც მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა. თუმცა ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად იმართება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს