" დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, ანტენებს აპატიმრებდით - ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და ახლა ბედავთ, ევროპის დაცვაზე გველაპარაკებით" - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას
რა სიმართლის აღიარებას უნდა ველოდოთ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, საზოგადოებას ეუბნება პარლამენტიდან, რომ საქართველომ 2012 წელს საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზასო. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეუბნება ამას საზოგადოებას, ანუ ხვდებით, რომ პარალელურ განზომილებაში არის ეს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2012 წლამდე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდა, დღეს კი ბედავს, და მმართველ გუნდს ევროპის დაცვაზე ესაუბრება.
"2012 წელს კი, მართლა გადაგირჩიათ თქვენ ხალხმა, მართლა მთელმა საზოგადოებამ გადაგირჩიათ და გამოგიტანათ განაჩენი, იმიტომ რომ, თქვენ, არათუ ევროპული გზით, არამედ პირდაპირ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდით, დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი და თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი და მშვიდობიანი მანიფესტაციები ხომ საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაში. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, ანტენებს აპატიმრებდით - ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და თქვენ ახლა ბედავთ, გამოდიხართ აქ და კიდევ ევროპის დაცვაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხი, რომლებმაც საერთოდ ევროპულ ჩანაწერს არ დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში.
ზუსტად ასეთი დრამატული ხმით ლაპარაკობდით, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო. სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტიაო ამბობდით ზუსტად ასეთი დაძაბული ხმებით, დღეს სად ხართ? თქვენი ფრონტის, ფრონტი რომ დაარქვით სიმბოლურია, ხელმძღვანელი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდით, არც გრცხვენიათ და ბოდიშიც არ მოგიხდიათ. ასეთი ხმით ლაპარაკობდით, როდესაც ითხოვდით ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლებას, საქართველოს დასასრული ახლოვდება, თუ არ გაათავისუფლებთო. დატოვეთ 10 000 პატიმარი პატიმრობაში მაგრამ ის ერთი გამოიყვანეთ კანონის გვერდის ავლითო - ეს იყო თქვენი ევროპული სამართალი და მერე რაც მოხდა კი ნახეთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. თქვენ ისევ არ გამოსულხართ და ხმა არ ამოგიღიათ, ბოდიშიც არ მოგიხდიათ ამის გამო.
ომში ჩართვისკენ მოწოდებით საქართველოს, მაშინაც ასეთი ავისმომასწავებელი ხმით, რომ სამყაროს აღსასრული დადგება თუ ამას არ გავაკეთებთ და თუ არ გავამწვავებთ ჩვენს პოზიციასო - დღეს სად ხართ? სად ხართ მაგ შეფასებებში, როცა ითხოვდით ამ უმძიმეს პროცესში ჩართვას, რომ საქართველო არათუ უკრაინის დახმარებას, საერთოდ ვერაფერს ვეღარ შეძლებდა, საკუთარი თავის და საკუთარი მოქალაქეების დახმარებასაც კი.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს