რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, ითვალისწინებს
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“. დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ქართული ქარტია“ ათზე მეტ სფეროში ითვალისწინებს რეფორმების გატარებას. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას შეასრულებენ. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, 1 ივლისამდე მიიღონ გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ქარტიას“.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ე.წ. აგენტების კანონისა და „ოფშორების კანონის“ გაუქმებას, ასევე რეფორმების ჩატარებას სასამართლოს, შსს-ს, სუსის და სხვა მიმართულებებით.
პრეზიდენტის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ:
- „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა.
ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამნისტია.
- მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა
- სასამართლოს გათავისუფლება
გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე