„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ აქამდე მივიდა“ - ჯონ ბასი სავიზო შეზღუდვებზე
აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა.
აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა.
დიპლომატი გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ხელყოფენ.
ჯონ ბასი, როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, „ღრმად დამწუხრებულია“, რომ საქმე აქამდე მივიდა.
ბასი საქართველოში ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს