"საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა - „ქართული ოცნება“ თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენპროკურორის თანამდებობაზე თავისი კაცი ეყოლება" - რომან გოცირიძე
საკითხი მარტივადაა, [ირაკლი] შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატის შეფასებით, ირაკლი შოთაძე „გაწირეს, რადგან თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა”.
„მორიგ შეთქმულების თეორიებში რომ არ გადავვარდეთ გენერალური პროკურორის „ავადმყოფობის“ გამო გადადგომის შეფასებისას. საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე. შოთაძეობას კი ნებისმიერი მათი დანიშნული პირი იკისრებს, თანაც უფრო ენერგიულად, ახალი ცოცხის პრინციპით.
შოთაძე მისი მოხსნით, რა თქმა უნდა, არ იქნება ბედნიერი. კარგად იცის, რომ თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა. ფარცხალაძის მაგალითი წინ უდევს. გაწირეს ფაქტობრივად, დასანქცირების მთავარი კანდიდატი გახდა მოძალადე პოლიციელებთან ერთად“,- წერს დეპუტატი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი