" მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ არის მტერი - მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს და ისეთ ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პოლარიზაციაში არიან ჩართულნი - კახა კალაძე
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი - მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
როგორც კალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პირველ რიგში მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები - არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს!
ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორია, რაც არაერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით.
„ახლაც მზად ვართ ეს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება გავაგრძელოთ. ეს არის ქართველი ხალხი განწყობა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კალაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს