"ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება" - გია ხუხაშვილი
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. საქმე ამისკენ კი მიდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა არა ერთმა პარტნიორმა მოგვიწოდა, რომ ამ სახით კანონის მიღება ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა, და თუ იგი იქნებოდა მიღებული, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნებოდა.
ამ თემაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ, თქვენ რას იტყოდით მომხდარზე?
- რაც შეეხება კანონის დასახელებას და მასში გამჭვირვალეობის ხსენებას. ამ კანონის დასახელება არის საზოგადოების სტიგმატიზირების, მტრად გამოცხადების კანონი. ხელისუფალი ცდილობს, რომ ყველა ვინც ცდილობს დაიცვას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები, იცავს ადამიანის თავისუფლებებს, არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.
მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონი არის წმინდა ბოლშევიკური კანონი, რომელიც გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს - ვინც ხელისუფლებასთან არ არის, ყველანი მტრები არიან. ამ კანონის რეალური დასახელება ესაა. ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დაიწყო ძალაუფლების უზურპაციის პროცესი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს