პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს
14 მაისს პარლამენტთან „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა.
„იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში და 30-წლიანი დახმარება გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის და ბევრი სენტიმენტის გამო, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისკენ. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის, მათი პარტიების მხრიდან“, - თქვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს