"საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს"- ჯონ ბასი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს, X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ბასი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაჰყავს.
“საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, იმ კურსიდან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას'", იმუშაოს პარტნიორებთან, რომლებიც ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერენ. ამასთან, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ფაქტების ყველა შემთხვევა გამოიძიოს. აშშ ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგება”, - წერს ბასი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი