"საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა, მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ცემას, დარბევას - მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - თაკო ჩარკვიანი
საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას - მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
მისივე თქმით, ის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეა, თუმცა გუშინდელ აქციაზე მომხდარის მსგავსი, აქამდე არაფერი უნახავს.
„იმიტომ [გამომაძევეს], რომ ვეძახე, არიან რუსები, არიან მოღალატეები. მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა. რა მუხლების განხილვა, ხალხო? რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა? მე 7 ნოემბრის მონაწილე ვარ, არა 26 მაისის. მე მსგავსი, რაც გუშინ ვნახე, არაფერი მინახავს. როგორც ბედავს ყაველაშვილი, რომ საერთოდ ტონალობას აუწიოს, როცა მელაპარაკება. ვუთხარი, რომ ეტყობა სახლში ხარ მიჩვეული და იქ ისაუბრე-მეთქი. ეს არის წარმოუდგენელი. მე განა ვასხვავებ ადამიანებს, მით უმეტეს ბავშვები როცა არიან დაშავებულები, მაგრამ ინსტიტუციურად კიდევ უნდა დავფიქრდეთ რა მოხდა. ინსტიტუციურად საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა საერთოდ ფუნქცია და ფასი, ვინაიდან დეპუტატი დაასახიჩრეს. სახელმწიფოსთვის ეს არის კატასტროფა. დღეს საკანონმდებლო ორგანომ საერთოდ ფუნქცია დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში თამარ ჩარკვიანის სიტყვით გამოსვლისას ხმაური იყო. მას სიტყვიერად „ხალხის ძალის“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდა. შალვა პაპუაშვილმა კი ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა იმ მოტივით, რომ მან საუბარი მიკროფონის გარეშე გააგრძელა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი