შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ „გზის ხელოვნური გადაკეტვა ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
„მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ...
აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაადგენენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს და მათ წინააღმდეგ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებენ“.
13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, 17 აპრილს კი პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით. 15 აპრილის შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე