"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი - ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც მოქალაქეების ინტერესებში შედის, მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“ - ბექა ლილუაშვილი
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი - ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის - მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი” და გადაერთოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებაზე 9 რეკომენდაციის შესრულებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
ამასთან, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფალს, რომელსაც კონკრეტული კანონის გასატანად „იძულებით სჭირდება საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანა, მიანიშნებს, რომ ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი.”
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი. მე ყურადღებას გავამახვილებ სახელმწიფო საკითხების ყველა მიმართულებაზე. დაწყებული კორუფციიდან, გაგრძელებული სამოქალაქო უფლებების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან მიმართებით არის არაერთი საკითხი ხაზგასმული. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე, სადაც საკუთრების და მოქალაქეების უფლების ნაწილში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საუბარია დარღვევებზე. ამ დროს, ჩვენს ხელისუფლებას ქვეყანაში უმძიმესი გამოწვევების ფონზე შემოტანილი აქვს რაღაც პოპულისტური თემები, ერთი მხრივ, მაგალითად, გუშინ რაც მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ. მეორე მხრივ, საზოგადოებას პირდაპირ აპირისპირებს და მტერი და მოყვარე ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.
ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში შედის - მათ შორის, გაიწვიოს „რუსული კანონი“ და გადაერთოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტირებაზე 9 რეკომენდაციის შესრულებით. მაგრამ მათ ამის გაკეთების არანაირი რესურსი არ აქვთ. ისინი არიან ტყუილში ჩაკარგული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა სიტყვას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ ჩვენი პარტნიორების და მოქალაქეების მხრიდან არანაირი ნდობა აღარ აქვს. ხელისუფალს, რომელსაც კონკრეტული კანონის გასატანად იძულებით სჭირდება საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანა, ახალი არაა - 2011 წელს ხდებოდა იგივე სხვადასხვა სტადიონზე სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს მიანიშნებს, რომ ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
სიახლეები
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე