"გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე" - სოზარ სუბარი
სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
სოზარ სუბარის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ საქარველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს წინაშე.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ქართული რადიკალური ოპოზიცია მერამდედ გაწბილდა? სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. სწორედ ამიტომაა, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომაა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. ურჩევნიათ, ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უარი თქვა გვარამიას საჩივრის მიღებაზე, კარგი იქნება, თუ საქარველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, რადგან წარმოუდგენელი ცილისწამება და ზეწოლა იყო მის წინააღმდეგ. ასევე, კარგი იქნება, თუ უცხოური აგენტურა, წარმოდგენილი „ენჯეოების“ სახით, ბოდიშს მოიხდიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე იმ ცილისწამების გამო, რაც მათგან მოდიოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის პოლიტიზებული, მაღალ დონეზეა და ამისი მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავს, თავისი საქმე სტრასბურგში წაიღოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი