"ყველა ოჯახს დავეხმარებით, ვისაც სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა" - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა.
„აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილი, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა. ჩვენ დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს-მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N2-ში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი