"პარადოქსია, რომ ამერიკას უჩივის კეზერაშვილი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში არის მხილებული"- ანრი ოხანაშვილი
პარადოქსია, რომ ამერიკას უჩივის კეზერაშვილი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილი გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.
„აქედან გამომდინარე, ლოგიკურად იკვეთება, რომ მას არც აქამდე არ უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია, როცა წერტილი დაესმება ხოლმე კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას. იმედი მაქვს, ეს პროცესები დასრულდება არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, კრიმინალის ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი