"ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ქართული სასამართლოს შეცდომაა, არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, აზრად არავის მოუვა, ამოწმოს გადაწყვეტილებების განაჩენები"- იაგო ხვიჩია
ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა“ და აღნიშნა, რომ არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.
„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზე განთავსდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს