"არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება" - პაატა მანჯგალაძე
არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.
მისივე თქმით, როცა კანონპროექტი იქნება დასრულებული, ის პოზიციას ჩამოაყალიბებს და არ გაიქცევა.
წამოიწყო ეს საკითხი და მიიყვანოს ბოლომდე. როცა კანონპროექტი ექნება დასრულებული, მე პოზიციას ჩამოვაყალიბებ, არ გავექცევი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს სხვანაირად. „ქართული ოცნების” პოლიტიკა იმდენად ანტიქართული და ანტიეროვნულია რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ხალხი გადის ქვეყნიდან. არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მათ უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა დასაქორწინებელიც არავინ დარჩება ქვეყანაში. შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ამ საკითხების მოგვარება და შემდეგ რაზეც უნდა იმაზე გავყვები. ჯერ “ქართულმა ოცნებამ” თქვას, როგორ ვაგვარებთ ხალხის გაქცევის პრობლემას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს