"არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები" - კახა კალაძე
არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.
„ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს, პავლეს კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს.
„ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორცილდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი