არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს, მიიღო თუ არა შეთავაზება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით , გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ კონსულტაციების შედეგად მიიღება.
კითხვაზე, მიიღო თუ არა შემოთავაზება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, თალაკვაძემ ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება ემსახურება კიდევ უფრო წინსვლას ჯანდაცვისა და სოციალური სექტორში. მისი თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. ახალი კანდიდატი შეირჩევა პოლიტიკური კონსულტაციებით, ეს გადაწყვეტილება ასევე პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე საუკეთესო და კომპეტენტური შეირჩევა. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს , ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან შეძლო ამ წლების განმავლობაში.
დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება მეტი პროგრესის მიღწევას ჯანდაცვისა და სოციალური სექტორში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს ამ წლების განმავლობაში გაწეული ყველა კარგი საქმისთვის და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. ახალ კანდიდატზე კომენტარს არ ვაპირებ, რადგან ეს პრემიერის პრეროგატივაა. ის არის ადამიანი, რომელიც კონსულტაციას უწევს და საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმაზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი