"ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან... ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა შესახებ და უკრაინაში ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია და ომის შედეგები "შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი".
"[ამ ორ წელში] განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული", - თქვა კობახიძემ.
26 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კონტექსტშიც ახსენა ომი.
"ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის", - თქვა კობახიძემ.
ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის დაწყებულმა ომმა უკრაინაში იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. დიდი დანაკარგები მიიღო რუსეთის არმიამაც.
ამ პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურდათ, სწორედ ამიტომ მათ "ომის პარტიასაც" უწოდებდნენ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი