"უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა "- ვახტანგ გომელაური
უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
რაც შეეხება დეპუტატის კიდევ ერთ შეკითხვას, თუ რატომ არ ჯარიმდება საქართველოში მოძრავი რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს, რომ არამხოლოდ რუსული, არამედ ყველა ქვეყნის ავტომობილი ჯარიმდება კანონდარღვევის შემთხვევაში.
„საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. უვიზოსთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ გუნდს არაერთხელ გაუკეთებია, უვიზო რეჟიმი ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის. რუსული მანქანები არ ჯარიმდებაო. ყველა მანქანა ჯარიმდება, არამარტო რუსული, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თუ არამეზობელი, ევროპული - ყველა [ჯარიმდება]. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო. პროგრამა ვერ კითხულობდა, რაც უკრაინის ომი დაიწყო, მას შემდეგ პროგრამა დაიწერა და ახლა ჯარიმდება, მითუმეტეს, მივიღეთ კანონი, რომ როდესაც მანქანა გავა, ვეღარ შემოვა, თუ ჯარიმა არ გადაიხადა ანუ ჩვენ იძულებითი უფლება არ გვაქვს, რომ საზღვარზე დავაკავოთ ადამიანი თუ გადის და ვთქვათ, 50-100 ლარიანი ჯარიმა როცა აქვს.
თუმცა, როდესაც უკან შემოდის, უფლება გვაქვს, აღარ შემოვუშვათ. შესაბამისად, იძულებულია ის ადამიანი, რომ გადაიხადოს. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“, - განაცხადა გომელაურმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი