"არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა "- კახა კალაძე
არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმას, თუ რატომ „იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე უკეთესად სწორედ ხაბეიშვილი განმარტავს. ამასთან, კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას შეუქცევად პროცესად აღიქვამს.
„ზოგადად ოპოზიციაში ხდება გადაჯგუფება, რეალურად ისინი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყვნენ, დღეს „ლელოა“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. შესაბამისად, ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, მათ სამშობლო არ გააჩნიათ, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, საიდან, როგორ, ვისგან, ვიცით ყველამ, და ასრულებენ ამ დავალებას“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი