"სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა" - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სამშენებლო მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და მათ შორის, კვალიფიციური მუშახელი.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონტრაქტორებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თემას - უსაფრთხოებას სამუშაოების შესრულების დროს, ხარისხს და იმას, რომ კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ დროში ჩაეტიონ. ზუსტად მაგიტომ გავუშვით [კომპანიები], რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და გვეუბნებიან, შეიძლება, თებერვალში გადავიდეს სამუშაოებიო. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძემ სისულელე უწოდა იმას, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ახალი კომპანიები, ოპოზიციის თქმით, კორუფციის გზით შეირჩნენ და აღნიშნა, რომ “კორუმპირებულები, მკვლელები ქურდები ხომ იცით სადაც უნდა მოიკითხოთ, მიბრძანდით და კითხეთ მათ”.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე