გენერალმა ზალუჟნიმ დაადასტურა რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50.
გენერალ ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით განადგურებულია მოწინააღმდეგის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის.
А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი იყენებს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი