"ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება"
რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია ეჭვობს, რომ "გუშინდელი ოპერაცია" მთლიანად ხელისუფლების ინიცირებული და წახალისებულია.
„ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება. ზოგადად, მე მაქვს ეჭვი, რომ მთელი ეს გუშინდელი ოპერაცია: სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვისმენდით, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ინიცირებული და წახალისებული მგონია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიდეს ასეთ უაზრობებზე, რასაც ორი დღეა ვისმენთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.
მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი