მაკრონმა 34 წლის მინისტრი პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა.
მაკრონი ცდილობს, ევროპის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ახალი სიცოცხლე შთაბეროს თავის მეორე მანდატს. ატალის დანიშვნა არ მოიტანს სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ აჩვენებს მაკრონის სურვილს, მოშორდეს საპენსიო და ემიგრაციის სფეროებში შარშან გატარებული არაპოპულარული რეფორმების ჩარჩოებს და გაზარდოს თავისი ცენტრისტული პარტიის შანსები ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება.
ატალი, მაკრონის ახლო მოკავშირე, როგორც მთავრობის წარმომადგენელი ცნობილი გახდა კოვიდის პანდემიის დროს.
ის საფრანგეთის პრემიერის პოსტზე შეცვლის ელიზაბეტ ბორნს, რომლის გადადგომა მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი