" ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა" – ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის“, - აღნიშნა გაგლოევმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოლაპარაკებები გამართა რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხზე და „საკითხი პოზიტიურად გადაწყდება“.
გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ე.წ. „რესპუბლიკა“ დრონების საკუთარ წარმოებას დაიწყებს.
„დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი გადის კურსებს რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის შესახებ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლისთანავე, მათ საშუალება ექნებათ ჩაატარონ სწავლება დრონების მართვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გაგლოევმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი