"პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა" – იაგო ხვიჩია
მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება - გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვენ.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკოსების საქმე არაა.
"ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილსააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების, საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა, მაგრამ აზრის გამოთქმას ხომ არ დაუშლი გიორგი გახარია?! ჩემი საქმე არ არის მიხეილ სააკაშვილი სად მოიხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება, შესაბამისად, იმის თქმა, რომ კარგად არის და ვინმეს შურს, არადამაჯერებელია ჩემთვის. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.
დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს