„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს უკეთებს"- ეკა გიგაური
„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს სპეციალურად უკეთებს. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახდენენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად, ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის მხრიდან პირველ შეფასებას ველით.
"ფაქტობრივად, ხელისუფლება ერჩის ადამიანს, რომელიც დადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხვდება იქ ლიდერებს და მათ სთხოვს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშკარა იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ეს ძალიან კარგად იციან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. ეს არ არის დამთხვევა. ამას სპეციალურად აკეთებენ. სპეციალურად უკეთებენ საბოტაჟს ქვეყნის ევროინტეგრაციას. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს გააკეთებენ, ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებთ", - განაცხადა გიგაურმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი