"80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს!"- ალუდა ღუდუშაური დეკანოიძეს
80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს! - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ, ხატია დეკანოიძეს.
ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, მმართველი გუნდი აპირებდა თუ არა რეანომობილების რაოდენობის გასაზრდელად თანხის გამოყოფას. ასევე, კომიტეტის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის იმ შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებასთან თანხმდება.
„აზრი არ აქვს საუბარს, „არ გათეთრდების ყორანიო“ - ისეა ამათი საქმე. არავის ჩაუკეტავს კარები, ორი კარია და ორივეგან შეგიძლიათ ერთდროულად გახვიდეთ, მატრიცასავით. გეუბნებით, თქვენთან ვარ ამ საკითხში, იმ საკითხში და მაინც მებრძვით. იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ კონკრეტული საქმე ვაკეთოთ. წყალს წაუღია ნებისმიერი მანდატი და პოლიტიკა, თუ ხალხს არ ემსახურება. ხალხს ემსახურება რეანომობილი და დიახ, კარგია! ვიღაცებისნაირად კი არ ვარ რაღაცებს გამოკიდებული. ხალხში დავდივარ და ამაყად უნდა ვიარო. ნუ იქნებით სიცრუის ტირაჟირებაში. რეანომობილთან დაკავშირებით ამბავი ატეხეთ და სამარცხვინო რაღაცები გააკეთეთ. სავალუტო ფონდთან დაკავშირებითაც ატეხეთ ამბავი - რა შუაშია [სებ-ის 19 სექტემბრის] გადაწყვეტილება, ხომ იცით, რომ [სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება] ეგრე არაა. რაც შეეხება ყავლაშვილის დაგინებას, ძალაშია. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს შენი პარტიის ყოფილმა ბოსებმა, იმიტომაა ეს. რუსული საქმე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია