"ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, გულს მოვიფხანთ, ახლა იყო ევროპაში, შეხვედრებზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზეც დიდი უარი განაცხადა"
სალომე ზურაბიშვილი იტყვის კარგ რაღაცებს, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში, თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას ჩემი გათავისუფლების საკითხი, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დიდი უარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვიმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.
„პრეზიდენტი როცა გქვია, შენ გაკისრია კონკრეტული გამბედაობაც, თუნდაც გამბედაობა უკავშირდებოდეს იმას, რომ საშუალება მომეცეს, საქართველოში თავისუფლად გადავაადგილდებოდე. მე ვიყავი საქართველოდან შორს და ვერ ვმონაწილეობდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან მყოფს მხოლოდ ერთი კედელი, ერთი გისოსი, რამდენიმე კედელი, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ შორის ვარ. ამიტომ მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი იმედი შეიძლება გქონდეთ. უკრაინის იმედიც უნდა გქონდეთ და, რა თქმა უნდა, მე ვარ ასევე უკრაინის ნაწილი “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი