"მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შევიდეს, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი "- ნიკა მელია
მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფარული კენჭისყრის პირობებში გამორიცხული არაფერია.
„ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების სასარგებლოდ“, მაშინ იქ აღარ უნდა იყო და ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, - აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდება, „ქართული ოცნების“ მიზანი, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, მაინც ვერ შესრულდება.
„არამართლზომიერ, მოღალატეობრივ, არასახელმწიფოებრივ, ნებისმიერ მანკიერ ქმედებას პარტიული კუთვნილება არ აქვს. კი ბატონო, ჩვენ მძიმე პრეცედენტები მოგვისმენია, მთელი „ქართული ოცნება“ დგას მოსყიდვაზე წლების განმავლობაში და ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. მიზანი, მიღწეული არ იქნება მაინც „ქართული ოცნებისთვის“. რომც მოახერხონ [პრეზიდენტის იმპიჩმენტი] თუ მათ ჰგონიათ, რომ დასავლეთმა კანდიდატის სტატუსი ამით შეიძლება არ მოგვცეს და ქართველი ხალხს ზურგს შეაქცევს, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირიქითი შედეგის მომტანი და ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ წაგებულ თამაშს თამაშობს", - განაცხადა მელიამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს