"კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დააბრუნებს"- ირაკლი კობახიძე
რადიკალური ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის ევროპულ მოვლენად წარმოჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო და აღნიშნა, რომ ხალხი კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში აღარასდროს დააბრუნებს.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს, ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ.
ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიჰყიდით. როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიები, ჯაფარიძის „გირჩი“ და სხვები დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი