„ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან"- ბადრი ჯაფარიძე
„ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ეს ავანტიურა, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ემსახურება ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაზიანებას.
„ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ეს ავანტიურა, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან. რამდენადაც ცნობილია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად არიან განწყობილნი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებისადმი, მისი ძალისხმევისადმი, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს უნიკალური შანსი მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ეს ნაბიჯი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, არის სრულ თანხვედრაში რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან და ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას და სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის დაზიანებას, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს